პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 ივნისს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება და ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციას 40 ქვეყნის ლიდერი და 187 ქვეყნის 5000 დელეგატი დაესწრება, რომლებიც თანამედროვე შრომით გამოწვევებზე, ძალადობისა და შევიწროების დაძლევის საკითხებზე იმსჯელებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაშელესთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორ მიხაელ მიოლერთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევის გაეროს ოფისთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში ქეთევან მახარაშვილი.

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!