ვიქტორ დოლიძე - პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, დიპლომატებს კიდევ უფრო მეტად ეხსნებათ გზა, რომ შესაბამისი საკითხების ლობირება განაგრძონ და მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიონ

ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე და ორმხრივ შეხვედრებზე საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის, უსაფრთოხების, დეოკუპაციის, ჯანდაცვის, ეკონომიკური საკითხებზე, სოციალური თანასწორობის თემებზე. მათ შორის, შრომის ინსპექტორის ინსტიტუტის დაარსებაზე და მისი ჰარმონიზაციის პროცესზე.

როგორც გაეროს ჟენევის ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტის ჟენევაში სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ვიზიტების შემდგომ დიპლომატებს კიდევ უფრო მეტად ეხსნებათ გზა, რომ შესაბამისი საკითხების ლობირება განაგრძონ და მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიონ, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს წაადგება მათი განვითარების, მათი უკეთესი მომავლის გზაზე.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტი შეხვედრებზე ყურადღებას გაამახვილებს ასევე ცირკულარული მიგრაციის საკითხებზე, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ხელს უწყობს უცხოეთში ლეგალურ საქმიანობაში და რაც არალეგალურ მიგრაციასთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

აღნიშნულ კომენტარს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა