კიშინოვში „დემოკრატიულმა პარტიამ“ საპროტესტო აქცია გამართა

კიშინოვში „დემოკრატიულმა პარტიამ“ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის გამო კიშინოვის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

მოგვიანებით „დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ვლად პლახოტნიუსკი გამოვიდა და განაცხადა, რომ მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი უნდა გადადგეს. მისი აზრით, მოლდოვაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს. „დოდონი უნდა გადადგეს, რათა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთ დღეს გაიმართოს. დოდონს სურდა ეს ქვეყანა გადაეცა იმისთვის, ვისაც მისი მიღება უკვე დიდი ხანია სურს. ჩვენ სახელმწიფოს ღალატს მხარს არასოდეს დავუჭერთ“,-განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა