გია ვოლსკი - შალვა შავგულიძის შტაბის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერები კომედიური ჟანრისაა

ვერ წარმომიდგენია, ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა შესძლოს მაშინ, როდესაც ადამიანი საარჩევნო უბანში შედის და მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, - აღნიშნული განცხადება ოპონენტების ბრალდებების საპასუხოდ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის აზრით, შალვა შავგულიძის შტაბის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერები კომედიური ჟანრისაა, თუმცა მათით დაინტერესება აუცილებელია. მისივე თქმით, “ ვერ აღიდგინა დავით იმნაძის პიროვნება“, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ოპოზიციის მხარდამჭერების მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

“ადამიანზე ზეწოლა დაუშვებელია. ამას ადგილი არ ჰქონია. თუკი ცალკეული ფაქტებია მოპოვებული, ამასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაიწეროს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მიღებული აქვს გადაწყვეტილება, საარჩევნო უბანზე შესვლის წინ ვიღაცამ გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ უთხრას და ამას, ამა თუ იმ კანდიდატის შემოხაზვა მოჰყვეს. დავუკვირდეთ, ვაყენებთ თუ არა შეურაცხყოფას ჩვენს მოქალაქეებს!“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ვოლსკის შეფასებით, “საქართველომ როგორც განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით, თავი კიდევ ერთხელ გამოავლინა“.

“მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა - ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც არჩევნებზე მივიდა და თავის პოლიტიკური ნება დააფიქსირა. იყო გარკვეული პროვოკაციები. მთლიანობაში ვერ შეძლეს, რომ ამისგან ისტორია შეექმნათ. საარჩევნო უბნების დახურვამდე სამი საათი დარჩა. მოვუწოდებ ყველას - საარჩევნო ადმინისტრაციას, აქტივისტებს, ყველა პარტიის წარმომადგენელს, იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით და იმოქმედონ ისე, როგორც ეს 21-ე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს შეეფერება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო