17:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 32,5% შეადგინა

ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის ოლქში 17:00 საათის მონაცემებით, 32,5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 14 278 ამომრჩეველი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 19 მაისს შუალედური არჩევნების პირველ ტურზე 17:00 საათის მონაცემებით, აქტივობა 26,6% იყო.

"მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ და ყველასათვის ხელმისავდომ გარემოში.

ვრცელდება ინფორმაცია ამომრჩევლის გარეთ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, საარჩევნო უბნის გარეთ კომისია არ ახორციელებს კონტროლს. ამომრჩევლის აღრიცხვა კანონმდებლობით არ იკრძალება, მაგრამ ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ დაცული იყოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის პრინციპი",- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ შესულია ორი საჩივარი.

"რაც შეეხება ჩემ ხელთ არაებულ ინფორმაციას საჩივრების შესახებ, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია ორი საჩივარი. მათგან ერთი დაწერილია საია-ს მიერ და ეხება ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარის თქმას, ხოლო მეორე დაწერილია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის მიერ" და ეხება #17 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას", - განაცხადა მიქელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო