ირმა ნადირაშვილი - კოორდინატორები, საჯარო მოხელეები, კრიმინალური ელემენტები - ეს "ბუკეტი" შეგიძლიათ ნახოთ მთაწმინდაზე, ნებისმიერ საარჩევნო უბანზე

კოორდინატორები, საჯარო მოხელეები, კრიმინალური ელემენტები - ეს "ბუკეტი" შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე დღეს მთაწმინდაზე და კრიმინალებთან შერწყმული „ქართული ოცნება“ სწორედ ასე ცდილობს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც „ქართული ოცნების“ ოფისში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ვოლსკიმ მოგვიწოდა, რომ თუ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კრიმინალების მონაწილეობის შესახებ საარჩევნო პროცესში, ვაცნობოთ პოლიციას. ჩვენ ამ თხოვნას ვასრულებთ და ბატონ ვოლსკის, ასევე პოლიციის შესაბამის განყოფილებას მივმართავთ რომ მივიდნენ მთაწმინდაზე, მე-13 უბანზე და გაგვარკვიონ გიორგი დობორჯგინიძე რას აკეთებს იქ. ის მოძრაობს ყოფილ ფეხბურთელთან, გიორგი დემეტრაძესთან ერთად მე-13, მე-14 უბნებზე და იქ აკონტროლებს ვითარებას ქუჩაში. ბატონი დობორჯგინიძე ნასამართლევია „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით და მისი სახელი ასევე უკავშირდება სადახლოში მომხდარ ხმაურიან მკვლელობას. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისგან და ასევე პოლიციისგან, ეს ადამიანი რას აკეთებს ამ საარჩევნო უბნებზე“,- განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ შესაძლოა, დღევანდელი ვითარება კომიკურია, მაგრამ ნადირაშვილის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრაგიკულია.

„დღეს არაერთხელ მოვისმინე ერთი სიტყვა, რომელიც ამოიჩემა „ოცნებამ“, რომ თურმე დარღვევები, რომელსაც მათ ვაცნობეთ, ყოფილა კომიკური. შესაძლოა, გიორგი ვოლსკისთვის ან არჩილ თალაკვაძისთვის კომიკურია ის, რაც ხდება, მაგრამ ტრაგიკულია საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა