მოლდოვას დათხოვნილი პარლამენტი მუშაობას კვლავ განაგრძობს

მოლდოვას პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დათხოვნის მიუხედავად, ქვეყნის პარლამენტი მუშაობას მაინც განაგრძობს და 10 ივნისს შეიკრიბება.

საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შეკრების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ მიიღო.

მანამდე, დეპუტატებმა მთავრობა არაკანონიერად გამოაცხადეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიღეს, რაც მან პარლამენტის დათხოვნის შესახებ ბრძანებას ხელი პრეზიდენტ დოდონის ნაცვლად მოაწერა.

დეპუტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართეს თხოვნით, „დემოკრატების“ ქმედებები უკანონოდ ცნოს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მოლდოვის პოლიცია არ ცნობს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავრობას მაია სანდუს მეთაურობით. ასევე, არ ცნობს შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს ანდრეი ნესტასს და აცხადებენ, რომ მათი მინისტრი კვლავაც ალექსანდრ ჟიზდანია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს