გიორგი გახარია - ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა არგუმენტი არ გააჩნია

ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც მინისტრი აცხადებს, დღის განმავლობაში იყო რამდენიმე შემთხვევა, რომელზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა.

“მე როგორც მაქვს ინფორმაცია, იყო რამდენიმე წვრილმანი შემთხვევა, სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. დღის ბოლოს გვექნება სრული ინფორმაცია, არის ეს ისეთი სიმძიმის დანაშაულები, რომლებზეც გამოძიება დაიწყება თუ არა”,- აღნიშნა გახარიამ.

შს მინისტრი ასევე გამოეხმაურა ოქროყანაში გიგა ბოკერიას განცხადებას, შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

“ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს”,- აღნიშნა გახარიამ.

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, არჩევნების მეორე ტური ოქროყანაში “უზნეო და უკანონო მეთოდებით“ მიმდინარეობს. როგორც ბოკერიამ ოქროყანაში, 32-ე უბანზე განაცხადა, მმართველი პარტია ამომრჩეველზე მანიპულირებას ცდილობს. მისივე თქმით, ისინი “დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო