ირმა ნადირაშვილი - ეს არჩევნები იყო კრიმინალის და ხელისუფლების შერწყმა

ეს არჩევნები იყო კრიმინალის და ხელისუფლების შერწყმა და ამის საშუალებით არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ახლა არ დაიწყებს პროგნოზების გამოთქმას და დაელოდება შედეგებს, თუ რა ვითარება იქნება. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღემ საკმაოდ მძიმედ ჩაიარა.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას არჩევნების ბედის გადაწყვეტა უნდა არა საარჩევნო უბანზე, არამედ კრიმინალების მობილიზებით, შანტაჟით, მოსყიდვით. ეს არის „ქართული ოცნების" სტილი. მე იმედი მაქვს, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი არ დაემორჩილა ამ ზეწოლას და ყველა ადამიანს, როცა ისინი დარჩნენ საარჩევნო ყუთებთან, ჰქონდა საშუალება, რომ თავისი არჩევანი გაეკეთებინათ საკუთარი სინდისის კარნახის მიხედვით. ეს არჩევანი იყო ძალიან მარტივი უსამართლობასა და სამართლიანობას შორის. მე ყველა ჩვენს წარმომადგენელს, დამკვირვებელს, კომისიის წევრებს მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება, სამართლიანად მოხდეს ხმების დათვლა, არ მოხდეს ბიულეტენების გაბათილება მოგონილი მიზეზების საშუალებით. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით ინფორმაციას უბნებიდან, დაახლოებით ორ-სამ საათში პირველადი სურათი გვექნება",-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო