კახა კალაძე - მარგველაშვილის განცხადებები საინტერესო არ არის

მარგველაშვილის განცხადებები საინტერესო არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მემგონი, არ არის მარგველაშვილის განცხადებები დღეს საინტერესო“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა, რომ მან ხმა მისცა ადამიანს, რომელსაც ასევე, მომავალი პოლიტიკაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

„ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმას მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეული და დაფასებული და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები, არათუ თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავიანთ აზრს, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა