კახა კალაძე ოპოზიციაზე - ძალიან დიდი ტყუილია, თითქოს მათ დედაქალაქის მერიამ საარჩევნო ბანერების გაკვრა აუკრძალა

სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკური ოპონენტებისაგან სიცრუესა და ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს ვისმენთ, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მხოლოდ არჩევნების დღეს არ უკავშირდება.

“ჩვენ ამას არჩევნების წინა დღეების განმავლობაშიც ვისმენდით. მაგალითად, ძალიან დიდი ტყუილი, რასაც ისინი მოსახლეობას ეუბნებოდნენ, იყო ის, რომ თითქოს მათ დედაქალაქის მერიამ საარჩევნო ბანერების გაკვრა აუკრძალა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც მან განმარტა, “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საარჩევნო ბანერების გაკვრა ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყეს და მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე რეაგირება მოახდინა.

“მას შემდეგ, რაც ჩვენ უკანონოდ გაკრული საარჩევნო ბანერები ჩამოვხსენით, 27 მაისს, “ევროპულმა საქართველომ“ მერიას ოფიციალურად მიმართა, რაზეც 31 მაისს მათ უკვე საარჩევნო ბანერების გაკვრასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება ჰქონდათ. სირცხვილია, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანო და ასეთ თემას პოლიტიკური ელფერი მისცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა