ელენე ხოშტარია - აბსოლუტურად გაუგებარია თბილისის მერის განცხადება, რომელიც არ ელოდება არჩევნების საბოლოო შედეგს

უბნები უკვე დაიხურა და მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. აბსოლუტურად გაუგებარია ქალაქის მერის განცხადება, რომელიც არ ელოდება არჩევნების საბოლოო შედეგს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათთვის არჩევნები არის შიდა სქემით ჩატარებული არჩევნები და შედეგებსაც ასე აცხადებენ. მათ პატივი უნდა სცენ ყველა პროცედურას და მერე ისაუბრონ",-აცხადებს ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში ისინი უბნებზე ხედავდნენ "აბსოლუტურად აღვირახსნილ ხელისუფლებას", რომელმაც ადმინისტრაციული რესურსის გარდა, გამოიყენა კრიმინალური ავტორიტეტები.

„ ჩვენ ვაჩვენეთ არაერთი კონკრეტული ფაქტი პირდაპირ უბანთან ზეწოლის შესახებ, რომ შემოეხაზათ 41. ფიზიკური თავდასხმა, მუქარა - ეს იყო კლიმატი, რომელიც ქვეყნისთვის საფრთხეა. ასეთი ტიპის არჩევნების ჩატარება არის სიძულვილის, აგრესიის და დაპირისპირების დათესვა პირდაპირ სახელმწიფოს მხრიდან. ეს კლიმატი არის ძალიან დიდი პრობლემა, ისევე როგორც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გარიგება, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვებრძოლოთ აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით და ამ ტიპის მმართველობის შეცვლით",-აცხადებს ელენე ხოშტარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს