გია ბარამიძე - ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა არჩევნების დღემდე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე მიიჩნევს, რომ მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურიც, სხვა არჩევნების მსგავსად, საარჩევნო დღემდე გაყალბდა. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ბარამიძემ აღნიშნა, საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ დაინახა, რომ არჩევნები საქართველოში არ ტარდება ისე, როგორც უნდა ტარდებოდეს ცივილიზებულ სამყაროში.

„საარჩევნო დღე ხასიათდებოდა მთელი რიგი დარღვევებით. იყო ძალადობის ფაქტებიც. მნიშვნელოვანწილად პრაქტიკულად ისე ჩატარდა, როგორც ზუგდიდსა თუ სხვა ოლქებში. ვგულისხმობ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები ძირითადად გააყალბა არჩევნების დღემდე. ეს არის არჩევნების გაყალბების სამი მეთოდი. პირველი არის დაშინების, მეორე მეთოდი არის, ასე ვთქვათ, სოციალური სარგებლის და სიკეთის მოტანასთან დაკავშირებული“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, დაშინების ახალი მეთოდი, რომელიც აქამდე არც ერთ ხელისუფლებას გამოუყენებია, კრიმინალური ავტორიტეტებია.

„დაშინების მეორე მეთოდი, რომელიც აქამდე არ ყოფილა საქართველოში, არის ის, რომ ხელისუფლება შეერწყა მთლიანად კრიმინალს. არავისთვისთვის არაა უცხო და ახალი ამბავი, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები, ქურდული სამყარო, შავები ძველი ბიჭები და ე.წ. „ნასედკები“ წინააღმდეგი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ ხელისუფლების რომელიც ებრძოდა კრიმინალებს. მათ იციან, რომ იმ ძალას, რომელიც ივანიშვილს ებრძვის, უნდა რაღაცნაირად დაუპირისპირდნენ და ივანიშვილი შეინარჩუნონ. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ე.წ. ძველი ბიჭები, შავები, ჩაცუცქულები ჩნდებიან პირდაპირ საარჩევნო სქემაში, სადაც პირდაპირ ჩართულები არიან როგორც კოორდინატორები და იმ ადამიანებზე „მუშაობენ“, რომლებსაც ხელისუფლება ვერაფერს უშვება. მესამე მეთოდი კი არის სოციალური სარგებლის და ბენეფიტების დაპირება ან მისი მოხსნის მუქარა“, - აღნიშნა გია ბარამიძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს