ირაკლი კობახიძე - უკვე საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ 62%-ს არ ჩამორჩება შედეგი, რომელიც არჩევნებში ლადო კახაძემ მიიღო, შესაბამისად, სხვაობა არის ძალიან დიდი

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნები ლოგიკურად დასრულდა, მთაწმინდის ამომრჩეველმა სათანადო არჩევანი გააკეთა - მინდა ლადო კახაძეს დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცო, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“უკვე საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ 62%-ს არ ჩამორჩება შედეგი, რომელიც არჩევნებში ლადო კახაძემ მიიღო. შესაბამისად, სხვაობა არის ძალიან დიდი. ეს ის არჩევანია, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა. მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველმა ყველაფერი კარგად დაინახა და გაანალიზა. ამის შედეგია ციფრები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მადლობა ყველა ამომრჩედველს, განსაკუთრებით მას, ვინც ლადო კახაძეს დაუჭირა მხარი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო