ირაკლი კობახიძე მთაწმინდის 17-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე - ნებისმიერ გადაცდომასა თუ კანონდარღვევას სამართალდამცავი ორგანოები გასცემენ პასუხს

ნებისმიერ გადაცდომასა თუ კანონდარღვევას სამართალდამცავი ორგანოები გასცემენ პასუხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, მთაწმინდის 17-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განუცხადა. კობახიძემ არ გამორიცხა, რომ საარჩევნო პროცესში შესაძლოა მცირე ხარვეზები იყო, თუმცა ის არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„თუ სადმე რაიმე კონკრეტული გადაცდომაა, კანონდარღვევაა თუ რაიმე სხვა, ამ შემთხვევაში ბუნებრივია სამართალდამცავი ორგანოები ჩაერევიან და ისინი გასცემენ ყველაფერს პასუხს. შეიძლება იყო მცირე ხარვეზები, თუმცა ეს ხარვეზები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო