ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით „ამომრჩევლის აღრიცხვის“ პრობლემა დარეგულირდეს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო კანონმდებლოში ცვლილებები განხორციელდეს, რომელიც ე.წ. ამომრჩევლის აღრიცხვის პრობლემას დარეგულირებს. როგორც კობახიძემ განმარტა ზოგადად ამომრჩევლის მობილიზება კანონმდებლობით აკრძალული არ არის და განსაკუთრებით არჩევნების დღეს, ყველა პარტია ცდილობს, რომ ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისვლა უზრუნველყოს.

„ამომრჩევლის მობილიზება მნიშვნელოვანია ზოგადად იმისთვის, რომ არჩევნებს ჰქონდეს მაქსიმალური ლეგიტიმაცია. ზოგადად, სხვადასხვა ქვეყანაში არის პრობლემა დაბალი აქტივობის კუთხით. საქართველოში კი აქტივობა საკმაოდ მაღალია, თუ ჩვენ ავიღებთ საერთაშორისო პრაქტიკას და ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ პოლიტიკური პარტიები, არჩევნების დღეს ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას სხვადასხვა მეთოდით, რომელიც არის კანონის ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, ჩვენც ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად, კანონის ჩარჩოებში და ვუზრუნველყოფთ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მისვლას. საარჩევნო უბანზე ყველას აქვს საკუთარი ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება და ეს არის მთავარი. მთავარია ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი ამომრჩეველმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა