„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ერთიანი ოსეთი“ ლიდერობს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ცესკომ ე.წ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. შედეგების მიხედვით, პარტია „ერთიანი ოსეთი“ ლიდერობს, რომელმაც 3 279 ხმა მოაგროვა.

სეპარატისტული რეჟიმის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ბელა პლიევას განმარტებით, კომისიამ მონაცემები მხოლოდ 15 უბნიდან მიიღო.

ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში” გუშინ ე.წ პარლამენტის მეშვიდე მოწვევის არჩევნები გაიმართა. ხმის მიცემის პროცესი 77 უბანსა და 17 ოლქში მიმდინარეობდა. 73 უბანი ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო გახსნილი, 1 მოსკოვში, 2 ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ე.წ საკონსულოს ტერიტორიაზე, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში. ე.წ დეპუტატის პოსტისთვის 188 კანდიდატი იბრძვის, აქედან 90 7 პოლიტიკური პარტიის მიერ არის წარდგენილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს