ირაკლი ოქრუაშვილი ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციას ხვალ გამართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალი მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ იგეგმება.

ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეებთან ერთად, რომელთა ვინაობაც ჯერ უცნობია, საკუთარ გეგმებს საზოგადოებას გააცნობს.

ჯერჯერობით უცნობია პოლიტიკური მოძრაობის დასახელებაც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა