შვეიცარიაში საქართველოს ელჩი - პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენციაზე რეფორმებზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრებს

რეფორმები, მიღწევები, გამოწვევები და საქართველოს შრომის კანონმდებლობა - ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში, 11 ივნისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე გამოსვლისას გაამახვილებს ყურადღებას.

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, კონფერენცია, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს, ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება, ამიტომ ორგანიზაციის ლიდერებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ კონფერენციაში მონაწილეობა მიეღო მაღალი რანგის სტუმრებს - კონფერენციას ესწრება 40 ქვეყნის ლიდერი და 190- მდე ქვეყნის 5000 დელეგატი.

„,საქართველოს პრეზიდენტი მისასალმებებელი სიტყვით მიმართავს კონფერენციის დელეგატებს და საქართველოს რეფორმებზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე და ჩვენი ქვეყნის შრომის კანონმდებლობის, თუ დასაქმების მიმართულებით არსებულ თანამედროვე პრობლემატიკაზე ისაუბრებს", - აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.

მისი თქმით, პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ჟენევაში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და გამომდინარე ღონისძიების ფორმატიდან კოლეგებთან შეხვედრები იქნება როგორც პროტოკოლური, ასევე არაფორმალური.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა