გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გამოფენის „ბელაგრო-2019“ გახსნას დაესწრო

მინსკში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნიკის 29-ე საერთაშორისო გამოფენის „ბელაგრო-2019“ გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა და ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენის მასშტაბიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სტენდები ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ვლადიმერ დვორნიკმა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ანატოლი ხატკომ დაათვალიერეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, ქართული დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ გამოფენაზე წარმოდგენილ პროდუქციას და უახლეს ტექნოლოგიებს გაცნობოდნენ.

„გამოფენის ფორმატში ქართული და ბელარუსული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული საქმიანი შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობის დაწყებისთვის საუკეთესო პლატფორმაა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვალერი კვარაცხელიამ სურვილი გამოთქვა, რომ მომდევნო წლებში საერთაშორისო გამოფენაში „ბელაგრო-2019“ მონაწილეობა ქართულმა კომპანიებმაც მიიღონ.

გამოფენის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მინსკის ტრაქტორების ქარხნის გენერალურ დირექტორთან, ფიოდორ დომოტენკოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრას შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ გენერალური დირექტორი მურთაზ ყიფიანიც ესწრებოდა.

ბელარუსის რესპუბლიკის კოოპერატივების კავშირის თავმჯდომარესთან, ვალერი ივანოვთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და პერსპექტივებს; მხარეებმა ქართული ჩაისა და ციტრუსის ბელარუსის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობებიც განიხილეს.

წელს გამოფენაში „ბელაგრო-2019“ 28 ქვეყნის კომპანია იღებდა მონაწილეობას. გამოფენა 4 ივნისს დაიწყო და 9 ივნისს დასრულდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს