სემეკი - „ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების დადგმულმა ჯამურმა სიმძლავრემ 1 მეგავატს გადააჭარბა

„ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების დადგმულმა ჯამურმა სიმძლავრემ 1 მეგავატს გადააჭარბა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) განმარტავენ, უწყების მიერ განხორციელებული რეგულაციების საფუძველზე, მწვანე ენერგიის საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენება იზრდება.

„ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა ჯამურმა სიმძლავრემ 1. 054 მეგავატი შეადგინა. დღეისთვის სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელებში ჩართულია 101 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. აქედან 58 სადგური სს „თელასის“ ქსელში, ხოლო 43 სადგური - სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში,“-აცხადებენ სემეკში.

ცნობისთვის, „ნეტო აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია, ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა, არ წარმოადგენდეს მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა