ირანი ევროპას აკრიტიკებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი აბას მუსავი აცხადებს, ბირთვული ხელშეკრულების ევროპელმა ხელმომწერებმა ვერ შეძლეს შეთანხმების დაცვა, როდესაც შარშან პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ გაიყვანა ხელშეკრულებიდან და ირანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ დღემდე არ გვინახავს პრაქტიკული და ხელშესახები ნაბიჯები ევროპელების მხრიდან, რომ დაეცვათ ირანის ინტერესები. თეირანი არ განიხილავს არც ერთ საკითხს ბირთვული შეთანხმების გარდა“, - განაცხადა მუსავიმ.

„ევროპას არ შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს ირანის პრობლემები, რომლებიც ბირთვული შეთანხმების ჩარჩოებიდან გამოდის“, - დასძინა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ტრამპმა დაგმო მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი მრავალმხრივი შეთანხმება, რადგან ის არ იყო უვადო, არ მოიცავდა ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და ირანის როლს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში.

ხელშეკრულების ხელმომწერმა ევროპულმა სახელმწიფოებმა - დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ სცადეს ხელშეკრულების გადარჩენა, თუმცა აშშ-ის შეშფოთებას მნიშვნელოვანწილად იზიარებენ. კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში ჩავიდა ევროპული სახელმწიფოების კოორდინირებული პოზიციის დასაცავად და თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბულობის შესამცირებლად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა