რომან გოცირიძე სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებზე - ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც ამა თუ იმ პოსტზე შემოდის, ივანიშვილის ხელისუფლების განმტკიცებისთვის გადადგმული ნაბიჯია

ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც შემოდის ამა თუ იმ პოსტზე პარლამენტში, არის ივანიშვილის ხელისუფლების განმტკიცებისთვის გადადგმული მორიგი ნაბიჯი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მოწოდებას გამოეხმაურა. მესამე სექტორი პარლამენტს მოუწოდებს, რომ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირონ.

რომან გოცირიძის თქმით, წარმოდგენილი კანდიდატების მიღებით ძალოვანი სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერება არის მოსალოდნელი.

„თქვენ დაინახავთ როგორი მოსამართლეები, პროკურორები და ივანიშვილის გამოცდილი მომსახურეები შემოვლენ. ინსპექტორიც იგივე ხაზის გაგრძელებაა. ქვეყანა უკვე პოლიციური სახელმწიფოა, ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს - ძალოვანი სტრუქტურების მომძლავრებას. ამ კანდიდატურების წარდგენაც ერთ-ერთი გამოხატულებაა. ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ პარლამენტში დამტკიცებული.

რეალურად არ დარჩა არც ერთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც არ არის ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ",-განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების განხილვას იწყებს. ვალერი ლომუაშვილსა და ლონდა თოლორაიას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უსმენენ.

მათგან ერთ-ერთს პარლამენტი ექვსი წლის ვადით აირჩევს.

სახელმწიფო ინსტიტუტის აპარატი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1-ელი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს