შოთა ხაბარელი - არჩევნებზე არავითარი შანტაჟი და „ძველი ბიჭები“ არ ყოფილან

არჩევნებზე არავითარი შანტაჟი და „ძველი ბიჭები“ არ ყოფილან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მთაწმინდაზე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, 9 ივნისს, მეორე ტურის არჩევნებზე ამომრჩევლის შანტაჟი და ძალადობა ქმნიდა თუ არა პრობლემებს, უმრავლესობის დეპუტატი პასუხობს, რომ ეს არის რიტორიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებს.

ხაბარელის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ" არჩევნები დემოკრატიულად ჩაატარა.

„რაც შეეხება დეპუტატებს, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ყველა დეპუტატს აქვს უფლება მივიდეს ყველა უბანზე, დაიცვას ადამიანის უფლებები, ეს არ არის კანონდარღვევა. არანაირი პრობლემები არ ექმნებათ ამომრჩევლებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას ძალიან კარგად და საღად უყურებს, როდესაც მიდის ნორმალური არჩევნები“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა