ელენე ხოშტარია - როდესაც პოლიცია უყურებს ძალადობას და ვერაფერს აკეთებს, ეს არის ქვეყნის ფუნდამენტის დანგრევა

როდესაც პოლიცია დგას, უყურებს ძალადობას და ვერაფერს აკეთებს, ეს არის ქვეყნის ფუნდამენტის დანგრევა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც მისივე მტკიცებით, ჩანს, თუ როგორ არიან საარჩევნო უბნებზე მობილიზებულები კრიმინალური ავტორიტეტები და როგორ აყენებენ შეურაცხყოფას, როგორც სხვებს, ასევე თავად მას.

„ერთი ეპიზოდია ჯამბულის ქუჩაზე, სადაც მე და ნინო გოგუაძე პირადად ვიყავით, სპეციალურად იმიტომ, რომ რაიმე კონფლიქტი არ მომხდარიყო. აქ იყო წარმოუდგენელი კონცენტრაცია კონკრეტული კრიმინალების.

მინდა ისიც ვთქვა, რომ აქ იყვნენ „ოცნების“ კოორდინატორები, რომლებიც ძალიან შეწუხდნენ და ცდილობდნენ ამ სიტუაციის განმუხტვას, ანუ აქ არ არის პარტიაზე საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" გუშინ ყველა უბანთან მოაწყო კონცენტრაცია ასეთი კრიმინალების. ზუსტად მათ, აი, ამ ყველაფერს უყურებდა პოლიცია, ჩემს გულდასაწყვეტად ვინც არ უნდა იყოს დღეს მინისტრი, არ მინდა, რომ დღეს ჩემი ქვეყნის პოლიცია, მუნდირი იქ იყოს და ასეთი კრიმინალური ადამიანები შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებს, სულ 3-4 ქალი ვიყავით და ასეთი ძალადობრივი შეურაცხყოფის ქვეშ“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები არა რომელიმე კონკრეტულ ადგილას, არამედ ბევრ საარჩევნო უბანზე ხდებოდა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს, რომელიც არ შეშინდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ამომრჩეველს, რომელიც გუშინ არჩევნებზე მოვიდა. სრულიად უთანასწორო, ძალადობრივ, სიძულვილით სავსე ბრძოლაში არ შეეშინდა და მოვიდა. 38%-მა შემოხაზა ნათელი მხარე, სინდისი, შალვა შავგულიძის სახით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გაერთიანება კიდევ ძალიან ბევრ შედეგს მოიტანს ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო