რომან გოცირიძე - ეროვნულ ბანკის იდეაფიქსი არის რეზერვების შევსება და არა ლარის სტაბილურობა

თავისუფალი ცურვა არ არსებობს ისეთ პირობებში, როდესაც ლარის გაუფასურებას ხელს არ უშლიან და გამყარებას ხელს უშლიან, -ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დაწყებამდე განუცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ.

რომან გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკისა და მთავრობის მუშაობას ასახავს ის რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს.

„ბოლო შვიდი წელიწადია, არის მუდმივი მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება ან ფასები გაიზრდება. ხალხი ვერ გეგმავს თავის მომავალს, რადგან არ იცის როგორი იქნება ლარის კურსი დღეს, ხვალ. ლარის ნებისმიერი მკვეთრი რყევები ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს ბიზნესზე. ეკონომიკური ზრდა არის უაღრესად დაბალი. ეროვნული ბანკის ამოცანა არ არის ეკონომიკური ზრდის რეგულირება, მას სხვა ამოცანები აქვს, მაგრამ ის ამ ამოცანას ვერ ართმევს თავს. თქვენ ხედავთ შარშანდელ მის მუშაობას და იმ შეცდომებს იმეორებს წელსაც. ნაცვლად იმისა, რომ მან თავის ხელში აიღოს სადავეები, მომენტალურად უშვებს ხელიდან. თუნდაც, ის, რაც ახლა ხდება, ლარის კურსის გამყარების ტენდენციას აფერხებს. ეროვნული ბანკისთვის რეზერვები გახდა მთავარი და არა ლარის და ინფლაციის სტაბილურობა. ამიტომ, ამოცანები აერია ერთმანეთში. რეზერვები კარგია, მაგრამ რეზერვების ძირითადი ამოცანა არის სწორედ ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა. დღეს იდეაფიქსი არის მათთვის რეზერვების შევსება. 30 მილიონი შეიძინა გუშინწინ, არადა თავისუფალი ცურვა არ არსებობს, ისეთ პირობებში, როდესაც ლარის გაუფასურებას ხელს არ უშლიან და გამყარებას ხელს უშლიან. ეს არის მართვადი კურსი. ამიტომ, ნურავის ნუ ატყუებენ. მართვადი კურსის პირობებში ლარის ბედი დამოკიდებულია ჩინოვნიკზე და არა ბაზარზე",-განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა