ზურაბ ჭიაბერაშვილი - კობა გვენეტაძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, როგორ აპირებს ეროვნული ბანკი, რომ ჩვენი მოქალაქეები ფასების ზრდისგან დაიცვას

გვენეტაძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, როგორ აპირებს ეროვნული ბანკი, რომ ჩვენი მოქალაქეები ფასების ზრდისგან დაიცვას, რომელიც აღარიბებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ურტყამს მათ კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დაწყებამდე განუცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენა იგეგმება.

ჭიაბერაშვილის თქმით, გვენეტაძეს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებითაც მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.

„ყველაზე მტკივნეული, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, არის ფასების ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გვენეტაძე გვეუბნება, რომ ფურცელზე, ანგარიშში ყველაფერი კარგად ჩანს, მან საზოგადოებას უნდა აუხსნას, როგორ აპირებს ეროვნული ბანკი, რომ ჩვენი მოქალაქეები ფასების ზრდისგან დაიცვას, რომელიც აღარიბებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ურტყამს მათ კეთილდღეობას.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მან ახსნას საბანკო რეგულაციების მავნე შედეგი, რაც ეკონომიკურ ზრდაზე აისახება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მან უცხოურ ინვესტიციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინვესტიციების მკვეთრი შემცირება 2018 წლიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება.

„ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ უცხოელებმაც და ქვეყნის შიგნით ბიზნესმაც ძალიან კარგად იცის, რომ ვიდრე ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი კორუმპირებული კლანი მართავს, ამ ქვეყანაში ფულის დაბანდებას და ჩადებას აზრი არ აქვს. ამის გარეშე არც ეკონომიკა გაიზრდება, არც სამუშაო ადგილები შეიქმნება და არც ფასები დასტაბილურდება",- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს