არჩილ თალაკვაძე - აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ საზოგადოებასთან და გადავჭრით ყველა იმ საკითხს, რომელზეც შუალედურ არჩევნებში იყო საუბარი

პასუხისმგებლობა, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ ჩვენთვის კიდევ უფრო ძლიერია, აუცილებლად იქნება გამოყენებული ჩვენი მხრიდან, რომ გავააქტიუროთ საქმიანობა,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც დეპუტატი აცხადებს, სხდომაზე შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„უმრავლესობის სხდომაზე შევაჯამეთ შუალედური არჩევნების შედეგები. ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო პროექტებსა და მიმართულებებზე. ეს პასუხისმგებლობა, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ ჩვენთვის კიდევ უფრო ძლიერია, ჩვენი მხრიდან აუცილებლად იქნება გამოყენებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა დედაქალაქსა და რეგიონებში. სამომავლო გეგმებზე ვიმსჯელეთ დეტალურად. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დრო და ენერგია დახარჯული რეგიონებშიც. ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ საზოგადოებასთან და გადავჭრით ყველა იმ საკითხს, რომელზეც შუალედურ არჩევნებში კიდევ ერთხელ იყო საუბარი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა