გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის წარმატებულ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, სტაჟიორობის კანდიდატებს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე შეხვდნენ.

მათივე ცნობით, სტაჟიორობის კანდიდატები დეტალურად გაეცნენ მათი მომზადებისა და განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს. ისინი პირველ ეტაპზე სპეციალურ სასწავლო მომზადებას გაივლიან.

„სწავლების ფარგლებში კანდიდატები მიიღებენ ცოდნას როგორც სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, პროფესიული ეთიკის, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით, ასევე სამართლებრივი წერის, კომუნიკაციის, სასამართლო უნარებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროფესიული თემების შესახებ. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია მსმენელებისთვის იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც მათ სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებათ.

სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეები, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებში ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე გადანაწილდებიან. აღნიშნული ეტაპიდან კი მათ განვითარებაში წინასწარ შერჩეული და მომზადებული მენტორები ჩაერთვებიან. პროექტის ფარგლებში, პროკურატურის სისტემის გამოცდილი თანამშრომლების მხარდაჭერით, სტაჟიორები შეძლებენ ორგანიზაციული კულტურის გაცნობას, პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნის, უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოწვევების დაძლევას“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს