საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 5 კანდიდატის მონაცემები განსახილველად პარლამენტს მიეწოდა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 5 კანდიდატის მონაცემები განსახილველად პარლამენტს მიეწოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საინვესტიციო საბჭოს შექმნის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. სამეთვალყურეო საბჭომ, რომელშიც ჩართულია სამი მინისტრი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების - ნათია თურნავა, ფინანსთა- ივანე მაჭავარიანი და ჯანდაცვის- დავით სერგეენკო, იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით გამოავლინეს 5 ადამიანი, რომლთა მონაცემები განსახილველად პარლამენტს მიეწოდა და უახლოეს მომავალში მათ შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ეცნობება.

პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში საინვესტიციო საბჭოს წევრები გახდებიან: დავით წიკლაური (3 წლის ვადით); ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით); ოლივიე რუსო (5 წლის ვადით); ტიმო ვირერკენტა (5 წლის ვადით); მაიკლ რიდლი (5 წლის ვადით)

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ერთადერთი ქართველი კანდიდატი, დავით წიკლაურია, რომელიც 2019 წლის აპრილის ჩათვლით "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. მას საფინანსო სექტორში მუშაობის 15- წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათგან რამდენიმე ამჟამად მსოფლიოს სხვა ქვეყნების სახელმწიფო საპენსიო სააგენტოებში მუშაობს - მათ შორის ოლივიე რუსო 2011 წლიდან არის საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ტიმო ვირერკენტა 2015 წლიდან არის ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. მაიკლ რიდლს აქვს 37 წლიანი გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმეში ლონდონსა და აშშ-შ, და იყო J.P. Morgan-ის ვიცე-თავმჯდომარე 2012-2015 წლებში. ჟან-ფრედერიკ პაულსენი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი სხვადასხვა მიმართულებით, 2017 წლიდან დღემდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო