აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელს, ჰოდიკ მიქაელს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ფაიზერის“ კომპანიას თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამა გააჩნია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება. ეს შეეხება თამბაქოსგან თავის დანებების მედიკამენტოზურ საშუალებებს და შესაბამის საკონსულტაციო მომსახურეობებს. ფარმაცევტული კომპანიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სამომავლო ურთიერთობებისთვის კონკრეტული წინადადებები წარმოადგინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდნენ ამ მავნე ჩვევისგან. საქართველოს მოსახლეობის 1/3 თამბაქოს მომხმარებელია, რაც თავის მხრივ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული - ეს არის ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებები, რომელიც 15 წლით ნაადრევ სიკვდილს იწვევს და თამბაქოს მოხმარება ასევე მნიშვნელოვნად აისახება მომხმარებელთა ფინანსურ ნაწილზე. ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების მედიკამენტები და შესაბამის პროგრამაში მონაწილეობა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს