ლონდა თოლორაია - ვფიქრობ, სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციისათვის შესაფერისი კანდიდატი ვარ

ვფიქრობ, სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციისათვის შესაფერისი კანდიდატი გახლავართ, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა ლონდა თოლორაიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, რომ ამ პოზიციისათვის შესაფერისი კანდიდატი გახლავართ. მე მართლმსაჯულების სისტემაში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების სისტემასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციისათვის, რომლის წინაშეც სწორედ ახალი ფუნქციები დადგა დღის წესრიგში,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1-ელი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს