ირაკლი ბერაია ოპოზიციას - თუ ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს არჩევნები, დრო ხომ არ მოვიდა, წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი?

დრო ხომ არ მოვიდა, საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?! - ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

ბერაიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის ბრალდებას უპასუხა, რომელიც საარჩევნო უბნებზე კრიმინალური ელემენტების მობილიზებას ეხებოდა. დეპუტატი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელისუფლებაში ყოფნისას არ უჭირდათ ადამიანებისთვის კრიმინალობის დაბრალება და მითუმეტეს ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მათი რიტორიკა არ შეცვლილა.

„მინდა მივმართო კოლეგებს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოებებიდან. თქვენ ძალიან მარტივად ახსენებდით სიტყვა „კრიმინალს“, როცა იყავით ხელისუფლებაში. ძალიან მარტივი იყო ადამიანზე ამის დაბრალება თქვენთვის, რაზეც მეტყველებს ჩვენი კოლეგა, რომელიც სხდომას ესწრება, ბატონი მერაბი (ქვარაია) და კიდევ უამრავი პოლიტპატიმარი, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დაუბრუნდა თავის ცხოვრების რიტმს. თქვენთვის მარტივი იყო ამ სიტყვის წარმოთქმა და ადამიანისთვის დაბრალება მაშინ, რა თქმა უნდა, ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, თქვენში არაფერი შეცვლილა და ისევ იგივე რიტორიკით, მარტივად ახერხებთ ადამიანების შერაცხვას კრიმინალებად. მე მაქვს თქვენთან შეკითხვა. ბრძანებთ, რომ კრიმინალების და ქურდების ჩარევით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს ეს არჩევნები?! თუ ასე ფიქრობთ, რომ ქურდებმა არჩევნები მოგიგეს, „ევროპულ საქართველოს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა განშტოებას ყველას ერთად გაერთიანებულს, დრო ხომ არ მოვიდა, საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?!“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო