მინისტრის მოადგილე - ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის Toyota-ს ევროპის სათაო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ იგეგმება ავტომობილების გაფრქვევების სტანდარტების დაწესება, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი ეტაპობრივად თანამედროვე ევროპულ სტანდარტს გაუტოლდება.

ამასთან, „ტოიოტას“ წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.

„მოძველებული ავტოპარკი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით ჩანაცვლება მნიშვნელოვან დადებით შედეგს მოიტანს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა