ლევან გოგიჩაიშვილი ლონდა თოლორაიას - ადეიშვილისთვის ერთ-ერთი იმედისმომცემი პროკურორი იყავით და ასე მარტივად შეგიძლიათ გახდეთ ინსპექტორი?

თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანი, რომელიც 2010 წლიდან იყავით ადეიშვილისთვის ერთ-ერთი საყვარელი და იმედისმომცემი პროკურორი მათი რეჟიმისთვის, ასე მარტივად შეგიძლიათ გახდეთ ინსპექტორი? - ამ კითხვით დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატს ლონდა თოლორაიას მიმართა.

დეპუტატმა ლონდა თოლორაიას სამუშაო გამოცდილების ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში, ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორობის დროს, პროკურატურაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა. მან თოლორაიას ჰკითხა, როგორ ახერხებს ადეიშვილთანაც და „ქართულ ოცნებასთანაც“ კარგად იყოს.

„როდესაც თქვენ ინიშნებოდით დეპარტამენტის ხელმძღვანელად, მაშინ გამოვხატავდი ჩემს უკმაყოფილებას და მაშინ გახარიას ვუთხარი, რომ არ შეიძლება ადეიშვილის გაზრდილი კადრები დაასაქმოთ იმ ხელისუფლების თანამდებობებზე, რომელმაც იმიტომ შეცვალა წინა ხელისუფლება, რომ ის პროკურატურა და იქ ნამუშევარი ადამიანები საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო. 2010 წლიდან თქვენ საქართველოს პროკურატურაში არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის კოორდინატორი ხართ. 2010 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ათეული შემთხვევები შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ ხდებოდა: წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორი მათი განთავსების ადგილებში, იყო თვითმკვლელობის და გარდაცვალების ფაქტებიც. როგორ ახერხებთ, ქალბატონო ლონდა, რომ ადეიშვილთანაც წარმატებით იყოთ, მერე „ქართულ ოცნებასთანაც“ კარგად იყოთ?

არაფერი არ არსებობს, რაც თქვენ გაწუხებთ ან რაც თქვენ გიქმნით იმის უხერხულობას, რომ დღეს გვესაუბრებით ადამიანის უფლებებზე და ფაქტობრივად, ნაბიჯების გადადგმა იმ უწყებაში დაიწყეთ? ყველანი ვთანხმდებით, რომ ადეიშვილის თანხმობის გარეშე, რაც უნდა ბრწყინვალე ყოფილიყავით, სხვა უნარ-ჩვევები რომ არ გქონოდათ, არავინ დაუშვებდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამის ხელმძღვანელი ყოფილიყავით. თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანი, რომელიც 2010 წლიდან იყავით ადეიშვილისთვის ერთ-ერთი საყვარელი და იმედის მომცემი პროკურორი მათი რეჟიმისთვის, ასე მარტივად შეგიძლიათ გახდეთ ინსპექტორი?“ - მიმართა გოგიჩაიშვილმა თოლორაიას.

ამ წუთებში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა