ყაზბეგში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე სასტუმრო „ყაზბეგი რუმსის" 6 თანამშრომელი გამოიკითხა

მცხეთის პოლიციის სამმართველოში ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე „ყაზბეგის რუმსის" 6 თანამშრომელი გამოიკითხა.

როგორც სასტუმროს ადვოკატმა, კახა წერეთელმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გამოკითხულ მოწმეებს შორის, სასტუმროს გენერალური მენეჯერი, ასევე მომსახურე პერსონალია.

წერეთელის განმარტებით, ვერტმფრენი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, აჩხოტში მდებარე ანგარიდან სასტუმროში მიფრინავდა, საიდანაც ორი ტურისტი უნდა წაეყვანა.

„ანგარი სასტუმროს ტერიტორიაზე არ იყო. შესაბამისად, როცა დაკვეთა შემოდიოდა, ვერტმფრენი ანგარიდან უნდა გადმოფრენილიყო სასტუმროს ტერიტორიაზე. იმ დღესაც, გადმოფრენა ხორციელდებოდა, რა დროსაც ეს შემთხვევა მოხდა.

იმ დღეს, მას ორი ტურისტი უნდა წაეყვანა. სასტუმროს სტუმრებისგან კონკრეტული დაკვეთა იყო და ეს დაკვეთა უნდა შეესრულებინა.

სამმართველოში სასტუმრო "რუმს ყაზბეგის" თანმშრომლების გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვა ეხებოდა 6 ივნისს და მანამდე განვითარებულ მოვლენებს ამ ფრენასთან დაკავშირებით, ასევე იმ ფაქტს, თუ რა სახის ფრენას ახორციელებდა ვერტმფრენი და რატომ იმყოფებოდნენ მასზე, აღნიშნული პირები. მოწმეები გამოძიებას სრულ ინფორმაციას აწვდიან.

რაც შეეხება "ავიატორ+" - ს, მისი ყველა თანამშრომელი გამოკითხულია. თუ აუცილებლობა დადგება, რომ დამატებით შეკითხვებს გასცენ პასუხი, ბუნებრივია, გამოკითხვაზე გამოცხადდებიან", - განაცხადა წერეთელმა.

რაც შეეხება ვერტმფრენის მწარმოებელ ქვეყნებს, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ისინი საქმის მოკვლევაში ჩართულები არიან.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ საქმით მწარმოებლებიც არიან დაინტერესებული და ჩართული არიან საკითხის თავიდან ბოლომდე გარკვევაში", - აღნიშნა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, „ავიატორ +“-ის კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენის ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები - მფრინავი, გიდი და სასტუმრო „რუმსის" ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო