კობა გვენეტაძე - წერილი მივიღეთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს სურვილი აქვს კორპორაციული ფასიანი ქაღალდები გამოუშვას, ამ თემაზე მათთან შეხვედრა შედგა

„ემისიის პროსპექტის“ აპლიკაცია არ მიგვიღია. გვქონდა ანაკლიის კონსორცუმთან ამ თემაზე შეხვედრა, მაგრამ მას შემდეგ მათგან კომუნიკაცია აღარ შემდგარა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, ანაკლიის კონსორციუმის მიერ აქციების შესაძლო ემისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ემისიის პროსპექტის აპლიკაცია ჩვენ არ მიგვიღია. ჩვენ მივიღეთ წერილი, სადაც იყო დაფიქსირებული, რომ ანაკლიის კონსორციუმს აქვს სურვილი კორპორაციული ფასიანი ქაღალდები გამოუშვან. ჩვენ მათ მაშინვე ვუპასუხეთ და შევთავაზეთ შეხვედრა. ეს შეხვედრა შედგა, მათ კითხვები დასვეს, ჩვენ ვუპასუხეთ. ამის შემდეგ არანაირი კომუნიკაცია კონსორციუმის მხრიდან არ ყოფილა. თუ იქნება აპლიკაცია პროსპექტზე, ჩვენ ამას განვიხილავთ ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში“,- განაცხადა გვენეტაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს კობა გვენეტაძეს უსმენენ. მას ანაკლიის შესახებ კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ დაუსვა.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ეროვნულ ბანკს აქციების ემისიის შესახებ აპრილში მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო