ლონდა თოლორაია - არასოდეს მივეკუთვნებოდი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არ შემისრულებია არც ერთი პოლიტიკური დაკვეთა

მე არასოდეს მივეკუთვნებოდი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არ შემისრულებია არც ერთი პოლიტიკური დაკვეთა, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა ლონდა თოლორაიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ამით თოლორაიამ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, როგორ ახერხებს, ადეიშვილთანაც და „ქართულ ოცნებასთანაც“ კარგად ყოფნას.

როგორც ლონდა თოლორაიამ განაცხადა, ის ამაყობს პროკურატურაში გატარებული წლებით და მის მიერ გაკეთებული საქმეებით, რადგან მისივე თქმით, ყველაფერს კეთილსინდისიერების პრინციპისა და კანონის დაცვით აკეთებს.

თოლორაიას თქმით, ის არ არის პოლიტიკოსი და შესაბამისად, რეჟიმების შეფასებისგან თავს იკავებს.

„თავდაპირველად მე ვიყავი სტაჟიორ - პროკურორი, მერე რიგითი პროკურორი. ამ პერიოდში ცხადია, მე მიწევდა როგორც გამოძიების წარმოება, ისე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სისხლის სამართლის საქმეს, სადაც პროცესის რომელიმე მონაწილე იტყვის, რომ ლონდა თოლორაიამ რაიმე ეტაპზე მისი უფლებები დაარღვია. შესაბამისად, მე არ ვნანობ არც ერთ იმ საფეხურს, რომელიც პროკურატურაში გავატარე. პირიქით, ვამაყობ ყველა ეტაპზე ჩემი გაკეთებული საქმით იმიტომ, რომ ვერასოდეს ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ეტაპზე არაკეთილსინდისიერად ან კანონის დარღვევით ვახორციელებდი ჩემს სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, უკვე გახლდით მენეჯერი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტში და აქაც თქვენ ნახავთ ჩემ მიერ ხელმოწერილ არაერთ დოკუმენტს, რომელიც გენერალურ ინსპექციაში არის გაგზავნილი. მათ მე ვატყობინებდი პროკურორთა გადაცდომის შესახებ, თუ ასეთს ადგილი ექნებოდა. შესაბამისად, ვფიქრობ, ის იერარქიული და პროფესიული წარმატება, რომელიც მე ამ სისტემაში მქონდა, იყო მხოლოდ ერთადერთი მიზეზის დამსახურება - ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა