ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირეს მხარი

სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი ლონდა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირა.

"მთავარი გამოწვევა, რომელიც ახლა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წინაშე დგას, ეს გახლავთ საგამოძიებო მიმართულების ჩამოყალიბება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება. როგორ შეძლებს საგამოძიებო დანაყოფი საზოგადოების ნდობის მოპოვებას და ამ პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, სწორედ ეს გახლავთ ამ სამსახურის მთავარი გამოწვევა. რაც შეეხება მთავარ ფაქტორებს, რაც ამ სამსახურის წარმატებულობას განაპირობებს, პირველი გახლავთ მაღალკვალიფიციური კადრები, თანამშრომლობა ყველა სახელმწიფო უწყებასთან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმისათვის, რომ რეფორმირების ფარგლებში მათი ხედვები გავთვალისწინებული იყოს და მესამე იქნება სამსახურის ღია საქმიანობა, გამჭვირვალობა საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია", -განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

რაც შეეხება სამსახურის დაფინანსების საკითხს, თოლორაიას თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ის მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ სამსახურმა დროულად დაიწყოს ეფექტური საქმიანობა.

ამ დროისთვის ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

სახელმწიფო ინსპექტორს პარლამენტი 6 წლის ვადით აირჩევს.

სახელმწიფო ინსტიტუტის აპარატი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1-ელი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა