გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, არ იზიარებს მოსაზრებებს, რომ სასამართლო კორპუსი ე.წ. გარე კადრებით არ კომპლექტდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განსახილველ საკითხებს შორის, ძირითადი თემები არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის და იუსტიციის საბჭოს საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმები. საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მიაღწიონ საბოლოო კონსენსუსს. მისი თქმით, არის რიგი საკითხები, რომელზეც მხარეები უკვე შეთანხმებულები არიან, თუმცა ზოგი დეტალებია დარჩენილი, რომელზეც დღეს იმსჯელებენ.

„იუსტიციის სკოლასთან დაკავშირებით არის საკითხი, რომლის თანახმად განსახილველადაა დარჩენილი, თუ ვის მიერ უნდა მოხდეს მსმენელების ჩარიცხვა, ასევე სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტება-შემადგენლობა. ასეთი დეტალებია, რაზეც დღეს ვიმსჯელებთ და იმედი გვაქვს, შევთანხმდებით",- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად მიღებულ კანონს, იუსტიციის საბჭოს მდივანი პასუხობს, რომ აღნიშნული კანონით ყველა საფეხურზე, ყველა შესაძლო რისკი დაზღვეული და გათვალისწინებულია, რადგანაც პროცესი ობიექტური და გამჭვირვალე იყოს.

„ვერც ერთ კანონპროექტში, კანონში ვერ ჩაიწერება სახელები და გვარები. სხვა ყველაფერი რისი გათვალისწინებაც შეიძლებოდა პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართვისთვის, ამ კანონში გათვალისწინებულია. სხვაგვარად ჩვენ, უნდა მოვისმინოთ კონტრარგუმენტი, რა პროცედურა დააკლდა ამ კანონს. მე ასეთი ვერ მოვისმინე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ის არ იზიარებს მოსაზრებებს, რომ სასამართლო კორპუსი ე.წ. გარე კადრებით არ კომპლექტდება. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, სასამართლო კორპუსი პირველ და მეორე ინსტანციებში დაახლოებით 35-40% -ის არის განახლებული.

„ სასამართლო კორპუსში სრულიად ახალი შემადგენლობა შემოდის ყოველ კონკურსზე, ამიტომ, მიუღებელია ჩემთვის მოსაზრებები, რომ დახურულ პროცესთან გვაქვს საქმე. ეს არასწორია“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო