ლონდა თოლორაიას განცხადებით, მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის პოსტი არავის შეუთავაზებია და განაცხადი საკუთარი სურვილით გააკეთა

იქ, სადაც ობიექტურობა არ გამჭირვებია სისტემის შიგნით, მე ეს არ გამიჭირდება სისტემის გარეთ, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ვინც დააშავებს, ის აუცილებლად აგებს პასუხს. როგორც თოლორაიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისთვის ინსპექტორის პოსტი არავის შეუთავაზებია და განაცხადი საკუთარი სურვილით გააკეთა.

„ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. სისტემის შიგნითაც მე ვარ მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელი და ჩემი ხელმოწერით ყოველ თვე იგზავნება პოლიციელების გადაცდომების შესახებ ინფორმაცია გენერალურ ინსპექციაში. თუ იქნება საქმე, სადაც ძალიან ახლო და პირადი ურთიერთობები მექნება, ეს გახდება უპირობა საფუძველი, რომ ჩემმა სამსახურმა არ გამოიძიოს ეს საქმე აცილების საფუძველზე“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, ის, რომ მას აქვს სამართალდამცველ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება, ინსპექტორის პოსტზე მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა