გიორგი ქობულია მზადაა პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს და ამჯერად ფოთის პორტთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბროს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მზადაა, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს და ამჯერად, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უპასუხოს.

როგორც ქობულიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ფოთის პორტის გარშემო მისი მინისტრობის შემდეგ გამოიკვეთა ახალი დეტალები, რომელთა შესახებ შესაძლოა, ინფორმირებული არ იყოს.

„ჩემს შემდეგ უკვე დიდი პერიოდი გავიდა, რაც ამ თემის გარშემო ახალი დეტალები გაჩნდა, რომელთა საქმის კურსში შესაძლოა, არ ვიყო. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ჩემს მოსაზრებაზე და იმ ინფორმაციაზე, რომელიც ჩემი მინისტრობის განმავლობაში მქონდა. თუ პარლამენტი დაინტერესდება ჩემი აზრით, ჩემი მინისტრობის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და განმარტებები გავაკეთო, თუკი ეს მათ დაეხმარება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი გეგმების შესახებ გიორგი ქობულია ინფორმირებული იყო.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ეიპიემ ტერმინალსის“ გენერალური დირექტორის ინტერვიუზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკითხს შეისწავლიდა და გადაწყვეტდა საჭიროა თუ არა ფოთის პორტთან დაკავშირებით ეკონომიკის ექს მინისტრის პარლამენტში მიწვევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა