„ექსპო ჯორჯიაში“ ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით (USAID), 11 ივნისს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-10 პავილიონში მედიის წარმომადგენელთათვის კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, კვლევა წარმოაჩენს თბილისში ჰაერის ხარისხის მწვავე მდგომარეობას, რომელიც, 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი), 2019 წელს გაუარესებულია.

კერძოდ, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის air.gov.ge-ის მიერ წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზი, როგორიცაა: აზოტის დიოქსიდი - NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10-ი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისთვის და იწვევს რიგ დაავადებებს.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მონაცემები წერეთლის გამზირზე დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოჭარბებული დამაბინძურებლების და ავტოტრანსპორტის ნაკადების რაოდენობაზე, რაც ადასტურებს კავშირს ტრანსპორტის ემისიებსა და ჰაერის დაბინძურებას შორის.

ამასთან, ღონისძიებაზე გარემოსა და ჯანდაცვის სპეციალისტები ისაუბრებენ აღნიშნული მონაცემების უარყოფით გავლენაზე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა