ირაკლი კოვზანაძე - 2018 წელს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და საზედამხედველო პოლიტიკა ადეკვატური იყო

ეროვნული ბანკის კომპეტენცია, ძირითადად, ორი მიმართულებით, განისაზღვრება - ფასების სტაბილურობა და ფინანსური მდგრადობა. ორივე მიმართულებით გასული 2018 წელი შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, გასულ წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იყო, საფინანსო ბაზარი კი ინარჩუნებდა ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის მაღალ დონეს, რაც, პირველ რიგში, საბანკო სისტემას ეხება. ამავე დროს, 2018 წელს გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები და ამოქმედდა ახალი რეგულაციები არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობის მოწესრიგების მიმართულებითაც.

„ჩემი აზრით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, ანუ, მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკა ადეკვატური და წარმატებული იყო“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა