ანა დოლიძე - ლევან მურუსიძეს თვალებში ირაკლი კობახიძემ უყუროს

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით არსებული ფორმატი შედეგს არ იძლევა - ლევან მურუსიძეს თვალებში ირაკლი კობახიძემ უყუროს,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ანა დოლიძე არ ესწრება შეხვედრას, რომელიც პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მისი განმარტებით, ეს ფორმატი უშედეგოა სასამართლო სისტემაში ცვლილებების განხორციელებისთვის.

ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, ის და საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აპირებენ, პარლამენტს წარუდგინონ ალტერნატიული წინადადება, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას გულისხმობს.

ანა დოლიძის თქმით, აღნიშნული წინადადება, ფაქტობრივად, უკვე მზად არის.

„როგორც თავიდანვე განვაცხადე, ეს ფორმატი არის წყლის ნაყვა, იმიტომ, რომ სასამართლო სისტემაში სერიოზული ცვლილებების შედეგს არ იძლევა. ეს არის ირაკლი კობახიძის მცდელობა, საზოგადოება ლევან მურუსიძესთან დიალოგში დასვას. იმისთვის, რომ მივაღწიოთ ცვლილებებს, მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვაპირებთ ჩვენი პოზიციები სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, მათ შორის, თავმჯდომარეებთან და იუსტიციის სკოლასთან დაკავშირებით, წარვადგინოთ პარლამენტში. ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტში მოიძებნება დეპუტატთა ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ამ ინიციატივებს მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს