გიორგი ქობულია - ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ცალსახად უარის თქმა  არ შეიძლება,  ეს არ იქნება სამართლიანი

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ცალსახად უარის თქმა არ შეიძლება, ვთვლი, რომ ეს არ იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ფოთის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას განუცხადა.

კითხვაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პარალელურად უნდა გაიცეს თუ არა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის შენებლობის ნებართვა, ექს მინისტრი აცხადებს, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ცალსახა უარი არასამართლიანი იქნება.

„ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმ საინვესტიციო ვალდებულებებზე, რომელსაც ინვესტორი აიღებს, დამოკიდებულია პორტის კონფიგურაციაზე. ბევრი ნიუანსია, ასე რომ, ამაზე ცალსახად პასუხის გაცემა შეუძლებელია.

ცალსახად უარი არ შეიძლება. ვთვლი, რომ ეს არ იქნება სამართლიანი. ცალსახად უარის თქმა რომ შეიძლებოდეს ასეთ შემთხვევაში, თავიდანვე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მოლაპარაკებაში ერთ-ერთ პირობად განსაზღვრული იქნებოდა და ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აიკრძალებოდა, მაგრამ ეს ასე არაა და ალბათ სწორედ იმ მოსაზრებით, რომ ცალსახად აკრძალვა არასწორია,“-აცხადებს გიორგი ქობულია.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის უპირატესობა უდავოა, რადგან მას დიდი სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს, ფოთის პორტის შემთხვევაში კი კომპანია სახელმწიფოსგან თანამონაწილეობას არ ითხოვს.

„უდავოა ის, რომ ანაკლიის პორტის პროექტს ძალიან დიდი პრიორიტეტი აქვს, იმიტომ, რომ მასში სახელმწიფო მონაწილეობს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ უკვე ძალიან დიდი თანხა დახარჯა მიწების გამოსყიდვაზე, 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურაში, 100 მილიონი დოლარით პროექტის კაპიტალშიც მონაწილეობს. ეს ყველაფერი რომ შეაჯამოთ, ძალიან დიდი თანხა გამოდის და დიდ მხარდაჭერას ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან. ფოთის პორტისგან ეს ძალიან განსხვავდება, ფოთის პორტში სახელმწიფოს მონაწილეობა ფაქტობრივად ნულის ტოლია, საქმეც ისა, რომ კომპანია არც ითხოვს სახელმწიფოს მონაწილეობას,“-აცხადებს გიორგი ქობულია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო