გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს 11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროენერგია შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ბენდელიანის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, პეტრე გრუზინსკის, ჯავის, მოლოკოვის, ზედაზენის, იმერეთის და ანაპის 414 დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ამილახვარის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებელებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, გამრეკელის და ცაგარელის ქუჩების მცხოვრებელებს.

ისნის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. სამგორის რაიონში, 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაინის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ბზითაგორის, თრიალეთის, ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV, V კვარტლების და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის და მიხეილ იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო