დიასპორის კომიტეტი ინიციატივით გამოდის, მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი შესაძლებლობები გაგრძელდეს

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი შესაძლებლობები 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კონსულტაციები შესაბამის სამთავრობო უწყებებთან გაიმართა და ვადის გადაწევის საკითხი შეთანხმებულია.

“საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შესაძლებლობა-შეღავათებს მოქმედების ვადა უახლოეს პერიოდში ეწურება. კერძოდ, ეს საქართველოს იმ მოქალაქეებს ეხებათ, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე. მათ უფლება ჰქონდათ 2019 წლის 15 აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეობის შენაჩუნების მოთხოვნით სააგენტოსთვის მიემართათ. ეს პრივილეგია განსაზღვრულია მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე. მთავრობის შესაბამის უწყებასთან კონსულტაციის გზით გვაქვს ინიციატივა, რომ ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ დაახლოებით წელიწადნახევრით გაგრძელდეს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სხდომაზე.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა