ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ხუდადოვის ტყეში დასუფთავების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს, წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენის გატანა კი სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა.

მათივე ცნობით, ტყის მასივში ჩუღურეთის გამგეობის მიერ ასევე, სანიტარიული ჭრა განხორციელდა.

ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

„სტუდენტებთან ერთად, დედაქალაქისთვის ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის ტყე-პარკი დავასუფთავეთ. გვინდა, რომ მსგავსმა აქციებმა პერმანენტული სახე მიიღოს, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და გარემოს დაცვაზე ერთად ვიზრუნოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

აქციაში მონაწილეობა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმაც მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს