ანრი ოხანაშვილი - ლონდა თოლორაიას საზოგადოების მხრიდან  აქვს დიდი ნდობა, ამიტომ დავუჭირეთ მხარი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე

ლონდა თოლორაიას საზოგადოების მხრიდან აქვს დიდი ნდობა მის მიერ გაწეული საქმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ დავუჭირეთ მხარი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ლონდა თოლორაიას აქვს შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება საგამოძიებო მუშაობის მხრივ.

„კანონის ჩანაწერის თანახმად გათვალისწინებულია, რომ კანდიდატს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა სფეროში, მართლმსაჯულების ან სამართალდამცავ სფეროში მუშაობის გამოცდილება. ლონდა თოლორაია არის კანდიდატი, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს, როგორც სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე მას აქვს კარგი და წარმატებული პრაქტიკული გამოცდილება. ამასთან, ბოლო წლებში ის ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს, რომლის სახელსაც არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება. ლონდა თოლორაიას აქვს დიდი ნდობა საზოგადოების მხრიდან მის მიერ გაწეული საქმიანობიდან გამომდინარე. იგი არის კეთილსინდისიერი და კომპეტენტური, შესაბამისად, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამსახურის განვითარების შემდგომი დიდი ხედვა წარმოადგინა, ამიტომ დავუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას.

ორი ღირსეული კანდიდატურა იყო წარმოდვენილი. მეორე კანდიდატიც ძალიან ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატია, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინც უფრო მეტად შესაფერისი იქნება ამ სამსახურისთვის, მისთვის დაგვეჭირა მხარი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო